Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
Regions.ge
26 May 2016, 00:20
 საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი მიიღო. კრისტიან ვიგენინმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მხარეებმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.  ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. გიორგი მარგველაშვილმა კრისტიან ვიგენინთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილა და ყურადღება ხურჩაში მომხდარი  საზარელი მკვლელობისა და ოკუპანტების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ,  ოკუპანტებმა საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო  მოქალაქე მოკლეს, რაზეც სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოში  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ჩატარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც თბილისი ივლისის დასაწყისში უმასპინძლებს.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
26.05.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი